ნიკა სიმონიშვილი - სამართლებრივ პრინციპებს რომ თავი დავანებოთ, მორალურ პრინციპებსაც კი თავდაყირა აყენებს "ქართული ოცნება"


ავტორი
Front News საქართველო
სამართლებრივ პრინციპებს რომ თავი დავანებოთ, მორალურ პრინციპებსაც კი თავდაყირა აყენებს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირადი ინფორმაციების გასაჯაროება დაუშვებელია.
"ორი დღეა, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე მტკივნეულად აღიქვამენ იმას, რომ მათი ბენეფიციარების შესახებ გათქმას სთხოვენ, ისინი იმაზე კი არ საუბრობენ, რომ არ უნდათ თავიანთი ფინანსური ინფორმაციის გაცემა.
ათასობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის გაცემას სთხოვენ, რომლებსაც ეს ორგანიზაციები დაეხმარა სხვადასხვა კუთხით.
აქ იმაზეა საუბარი, რომ სამართლებრივ პრინციპებსაც რომ თავი დავანებოთ, მორალურ პრინციპებსაც კი თავდაყირა აყენებს "ქართული ოცნება". ჩემთან რომ მოდის ადამიანი და საკუთარ ინფორმაციას მანდობს, მე თავდაყირაც რომ დამკიდონ, ვალდებული ვარ, არ გავასაჯაროო ეს ინფორმაცია", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკონსტიტუციური ბიურო იმ ადამიანთა პირად ინფორმაციებს სთხოვთ, ვისაც ეს ორგანიზაციები დაეხმარნენ.
თაგები:
ნიკა სიმონიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს