ნიკოლ ფაშინიანი – იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, იქ კოლექტიური სამშვიდობო ძალები გაიგზავნება


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.
“ყაზახეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა, რათა „დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა