ნიკოლოზ ჯანიაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ დღეს მუნიციპალიტეტი 100 პროცენტით არის გაზიფიცირებული


ავტორი
Front News საქართველო
"8 სოფელი იყო გაზის გარეშე დარჩენილი და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ დაიხარჯა 12 მილიონი და დღეს მუნიციპალიტეტი 100 პროცენტით არის გაზიფიცირებული“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი გეგმავს, რომ სამომავლოდ რაც შეიძლება მეტი მწვანე ტექნოლოგიები დანერგონ და მეტი სპორტული ობიექტები შემატონ დედოფლისწყაროს.
ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მათ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირსება მოქალაქეებზე ზრუნვაა.
„8 სოფელი იყო გაზის გარეშე დარჩენილი და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ დაიხარჯა 12 მილიონი და დღეს მუნიციპალიტეტი 100 პროცენტით არის გაზიფიცირებული. არათუ თბილისთან დამაკავშირებელი გზა, არამედ ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარის გზა გვაქვს. ქალაქ დედოფლისწყაროში, სოფელ სამრეკლოში, ხორნაბუჯში და ჭოეთში, მუნიციპალური ავტობუსები გადის, რომელმაც საერთოდ სხვა ელფერი შესძინა ჩვენს ქალაქს.
ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ღირსება არის, ზრუნვა მოქალაქეზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
თაგები:
დედოფლისწყარო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს