
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა დაავადებებთან, დიაგნოზები კი არ მცირდება, მატულობს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ კომპიუტერული და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთდა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის კვებას წვეთოვანი გზით, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, „ექსპერიმენტული მკურნალობა ძალიან სახიფათოა, ჯობია გაკეთდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც კეთდება“.
“ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა დაავადებებთან, დიაგნოზები კიარ მცირდება, მატულობს.
საჭიროა, პრეზიდენტის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა “ვივამედში” 12 მაისს გადაიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს