
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო და ალტერნატიული კომისიებმა უნდა დადოს დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრება შეუძლია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
“მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე მხოლოდ 2 დღის წინ. მე მექანიზმს ვერ გეტყვით, როგორ მოხდება ამ სამი კომისიის დასკვნის შეჯერება. მე როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია, ლომჯარიას კომისიამ მგონი, იგივე დასკვნებია. საბოლოო სიტყვა, ალბათ, ეკუთვნის პრეზიდენტს”,- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანენ თუ არა მას საქალაქო სასამართლოში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს