
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალინდელ პროცესს დაესწროს.
როგორც ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას.
“ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს და ხვალ თვითონ იხილავთ, როგორ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოზე. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ხალხს”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს