ნიკოლოზ სამხარაძე – ეს ევროკავშირისთვის ცუდია, რადგან კანდიდატ ქვეყნებში გაბრაზებას და აღშფოთებას იწვევს

ავტორი
Frontnews საქართველო
ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასა თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
"ამ შემთხვევაში საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და ევროპაში უსაფრთხოების მთავარი გარანტორია. აქედან გამომდინარე, მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო. მარტა კოსს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ უსაუბრია, რომლებსაც შეიძლება, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ჰქონდეთ. აქაც დაყოფას ვხედავთ პირველი და მეორე კლასის ქვეყნებად. ვინც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თურმე მისთვის ამერიკასთან ურთიერთობა დაშვებულია, ვინც კანდიდატია, მათთვის დაუშვებელია, რომ ამერიკის ხელისუფლებასთან იმეგობროს. ეს ევროკავშირისთვის ცუდია, რადგან კანდიდატ ქვეყნებში გაბრაზებას და აღშფოთებას იწვევს, კიდევ უფრო მეტად კი ევროკავშირის იმიჯს ლახავს და ადამიანებში განცდას აჩენს, რომ ევროკავშირს, შეიძლება, გაფართოება რეალურად არც უნდოდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




