Logo

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე

პოლიტიკა
12.03.2023 / 14:49
Frontnews image description

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე twitter-ზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული კიდევ ერთი აღსანიშნავი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე.

 

დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, განსაკუთრებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც 2017 წელს, წარმოადგინა მასალები და საკუთარი პოზიცია“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

Advertisement