
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება.
სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციის პრობლემატიკაზე და რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ასამბლეაზე კოლეგებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში არსებულ მრავალ ფაქტობრივ უზუსტობას და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე.
"საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრება ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას, რომელიც ჰააგაში იმართება. დღეს დაიწყო სამივე კომიტეტის სხდომები, როგორც პოლიტიკური და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის. თითოეულ ჩვენს წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მათ შორის, უსამართლო დამოკიდებულებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო დროს ხორციელდება.
მე პირადად ვისაუბრე ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ვისაუბრე ასევე იმ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ითვალისწინებს და ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი მქონდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს "მოსკოვის მექანიზმი“ არის დეკლარაციის პირველად ვერსიაში.
მე ჩემს კოლეგებს ავუხსენი, თუ რა პირობებში მომზადდა მოსკოვის მექანიზმის შეთანხმება და ასევე მქონდა საუბარი იმაზე, რომ ეუთოს წევრების უდიდესმა უმრავლესობამ ამ მექანიზმს მხარი არ დაუჭირა, არც მის ამოქმედებას და არც მის შედეგს და ასევე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ "მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის მიერ დაწერილი ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ძალიან ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას და მის მიერ მტკიცებულებები უდიდეს ნაწილზე, იმ ასე ვთქვათ ბრალდებებისა, რომელიც ანგარიშში არის გამოთქმული, მტკიცებულებები არ არსებობს.
ეს სხდომები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით ასევე კონკრეტულ პროვოკაციებსაც, მათ შორის იცით, რომ დარეგისტრირებულია ჯო უილსონის მიერ რეზოლუციის დრაფტი, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ ყოველწლიურ სესიაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს