ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.
„შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაეროს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს როლზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით. ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




