
ავტორი
Front News საქართველო
დღეს განსხვავება არის იმაში, რომ არ არის ის სამი ლიდერი, რომელიც იყო მაშინ, ან ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“ვითარება არის ის, რომ ხალხს აღარ უნდა ასე ცხოვრება და ხელისუფლებას არაფრის შეცვლა და უკეთესის შეთავაზება არ შეუძლია. დღეს განსხვავება არის იმაში, რომ არ არის ის სამი ლიდერი, რომელიც იყო მაშინ, ან ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ. ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით იმას, რომ ძალიან ხშირი კამათის, ხშირი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, შევქმენით ერთობა, ერთიანობა, რომელსაც მხარს უჭერდა სხვა პოლიტიკური ძალებიც. პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია, გარდა შევარდნაძის და ასლან აბაშიძის მომხრეებისა, იყო ერთ მხარეს, ვარდების რევოლუციის მხარეს. ჩვენ ძალიან კოორდინირებულად და გამბედავად ვმოქმედებდით.
ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფრის განმეორება შეუძლებელია, ბოლო ბოლო ბურჯანაძე აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ფორმულას” ეთერში.
ვარდების რევოლუციიდან დღეს 18 წელი გავიდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს