ნინო დათაშვილი - საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? ისტორია გადაგიწერეს, სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან, თქვენ სად ხართ?


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ დაკავებული პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს.
მისივე თქმით, ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა მისთვის იმიტომ არის, რომ ვერ დგას რუსთაველზე.
"საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად? ეს ქვეყანა თქვენი არაა? ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. "ვარდების რევოლუცია“ გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო. სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?
ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე.
ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.6 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!
ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე. გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით“, - წერს ნინო დათაშვილი.
თაგები:
ნინო დათაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს