
ავტორი
Front News საქართველო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
“პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ბრალდებებზე მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა 2021 წელს სამხედრო ჰოსპიტალში ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, სრულიად საფუძველს მოკლებულია ეს ბრალდებები. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა იმ პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით. ასევე, ყველა ინფორმაცია მის მკურნალობასთან დაკავშირებით, ცნობილი იყო და გადაცემული იყო ცენტრ “ემპათიას” როგორც თავმჯდომარეს, ასევე, წევრებს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სამედიცინო კომისიას.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, რაც თქვენ ახსენეთ, მე ვთვლი, რომ არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა. ფორმა ასიც არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია, უზარმაზარი, რომელიც დევს საქმეში”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს