Logo

ნინო ლომჯარია – მე მაქვს კითხვები, რამდენად იქნება მისთვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება

პოლიტიკა
23.11.2021 / 16:58
Frontnews image description

მაქვს კითხვები,  რამდენად იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუმცა კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს პასუხები იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა მისი დროებით გათავისუფლება, ამას აქვს თავისის საფუძვლები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, არც აქვს წინასწარი რეცეპტი, მათ შორის უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით გასამართლებაზე, თუმცა დანამდვილებით აცხადებს, რომ წინა სამ შემთხვევაში, როდესაც მიხეილ საკაშვილის არ მიეცა  სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა, მისი უფლება დაირღვა. 
“ზოგადად მიმაჩნია, რომ სჯობს, ჩვენი ენერგია დავხარჯოთ გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებაზე, ერთჯერადი, ან თუნდაც მოკლე ვადიანი პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა,  ჩვენ ამ კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანს, უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასმართლოს უფლება. 

 

მე მაქვს კითხვები, რამდენად იქნება მისთვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუმცა კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს პასუხები იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა მისი დროებით გათავისუფლება, ამას აქვს თავისი საფუძვლები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ამაზე ზუსტ პასუხებს გეტყვით, მას შემდეგ რაც შევაფასებ”, – განაცხადა ლომჯარიამ. 

 

მისი თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ შესაძლებლობას მიცსცემს, ის სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს. 

 

“ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა,  დაესწროს, თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად. ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც მას არცერთი ფორმით არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის მის მიმართ სამართლიანი და საჯარო ინტერესის დარღვევა.  წარმოდგენიული გარემოებები, რაც წარმოადგინეს იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა დაწესებულებამ, არ იყო იმის სამართველბრივი გამართლება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ სამ შემთხვევაში, მისი, როგორც ბრალდებულის  უფლება დაიღღვა” – განაცხადა ლომჯარიამ. 

 

გახდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის შესახებ  ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი სტასბურგის სასმართლოს მიერ გამოცენული დროებით ღონისძიებას,  რომელიც 19 ნოემბრითაა დათარიღებული, ნინო ლომჯარია  ვარაუდობს,  ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა.

 

„მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ეს  გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ რომ  რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“, -განაცხადა ლომჯარიამ.

 

მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობის მიმართ ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა. 

 

“არ დარჩენილა არც ევროპაში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში არცერთი ინსტიტუტი, როგორც ევვროსაბჭოში,  ასევე ევროკაშირში,  ამერიკის შერტებულ შტატებში, არ დარჩენილა არცერთი თანამდებობდა და ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებზე და ეხება სართველოს რამენაირად, რომ  საჯარო მხარდაჭერა არ გამოეხატა სახალხო დამცველის საქმიანიბის მიმართ და არ დაეგმო ის თავდასხმები და მუქარები, რაც  მოდიოდა ბატონი კობახიძისგან და მისი თანაპარტიელების მხრიდან”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები