Logo

ნინო ლომჯარია - რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს

პოლიტიკა
128
Frontnews
ნინო ლომჯარია - რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს

რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საქმე სულ მცირე, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობასთან გვაქვს.

"თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს.

რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 36 გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის თქმით, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებს სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები