Logo

ნინო ლომჯარია - თუ არ ითანამშრომლებენ და დამალავენ გარკვეულ ინფორმაციას, ამაზე უკვე თვითონ საერთაშორისო გამოძიება ისაუბრებს

პოლიტიკა
135
Frontnews image description

თუ არ ითანამშრომლებენ და დამალავენ გარკვეულ ინფორმაციას, ამაზე უკვე თვითონ საერთაშორისო გამოძიება ისაუბრებს და მათთვის კიდევ უფრო ცუდი იქნება, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაეროს უკვე აქვს ინფორმაცია ქიმიური ნივთიერების საქმეზე.

"ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია ადგენს წესებს, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანობის დროს. მთავარო, რასაც ეს კონვენცია ადგენს არის ის, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენებას არ უნდა მოჰყვეს საზოგადოების ჯანმრთელობის გრძელვადიანი ზიანი, შესაბამისად, იმის გამო, რომ ექსპერიმენტულად დოკუმენტირდა შარშან 7 შემთხვევა ქიმიური ნივთიერების გამოყენების მასების მიმართ და ამან გამოიწვია ადამიანების ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. მისი შედეგი არ შეწყვეტილა ამ იარაღის გამოყენების შეწყვეტისთანავე. ამასთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას და ვთხოვეთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიწყონ მოკვლევა, ან გამოძიება და დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.

რაც შეეხება საქართველოში 5-დღიან გამოძიებას, ეს პროცესი მიანიშნებს არასერიოზულობაზე. ორი დღე არ შეიძლება ენდო მათ განცხადებებს, ერთი წუთიც არ მაქვს მათი ნდობა, მაგრამ მათ ექნებათ ვალდებულება, ითანამშრომლონ თუ გაეროს და ევროსაბჭოს ინსტიტუტები ჩამოვიდნენ მოკვლევის მიზნით. თუ არ ითანამშრომლებენ და დამალავენ გარკვეულ ინფორმაციას, ამაზე უკვე თვითონ საერთაშორისო გამოძიება ისაუბრებს და მათთვის კიდევ უფრო ცუდი იქნება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები