
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისი უკრაინაში ვიზიტი იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ. წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!” – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
საქართველოს სახალხო დამცველის უკრაინაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა.
“მე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს უკრაინაში. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება მის უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოხატა ჩვენ მიმართ”, – განაცხადა დენისოვამ „ფორმულას“ ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს