
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტის მიზანი იყო სამინისტროს 2026 წლის პროგრამების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სოფლის ექიმების ინფორმირება, რათა მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ინფორმაცია დროულად მიეწოდოს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებსა და მოქმედ სკრინინგ პროგრამებზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. აღნიშნული პროგრამებით წლის განმავლობაში დაახლოებით 25 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. ასევე გაგრძელდება აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა, რომელიც აპრილიდან დაიწყება.
შეხვედრებს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები - ვახტანგ ბერიძე და ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, სამედიცინო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
თაგები:
ნინო ნიჟარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს