ნინო ნიჟარაძემ UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანს უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
იზაბელა კასტროჯოვანს აქვს საერთაშორისო განვითარებისა და ჰუმანიტარული საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აღმოსავლეთ აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც ხელმძღვანელობდა პროგრამებს, პოლიტიკასა და ადვოკატირების ძალისხმევას ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით. მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს ახალი პოზიცია მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ურთიერთთანამშრომლობით რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა - ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა, ტელემედიცინის და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვა და სხვა.
თაგები:
ნინო ნიჟარაძე




