Logo

ნინო წილოსანი - აი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მახინჯი მოვლენა და იმ საპროტესტო აქციების ჭეშმარიტი სახე

პოლიტიკა
158
Frontnews image description

ანი ნადარეიშვილი თამამად რომ გვიცხადებს, თუ როგორ ამაყობს, ბაჩო ახალაიას მეუღლე რომ არის და თეა ადეიშვილი, „ტვ პირველის“ პარტიული რუპორი, აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ბუად წარმოჩენას - აი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მახინჯი მოვლენა და ამავე დროს იმ საპროტესტო აქციების ჭეშმარიტი სახე, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

"ანი ნადარეიშვილი თამამად რომ გვიცხადებს, თუ როგორ ამაყობს, ბაჩო ახალაიას მეუღლე რომ არის და თეა ადეიშვილი, „ტვ პირველის“ პარტიული რუპორი, აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ბუად წარმოჩენას — აი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მახინჯი მოვლენა და ამავე დროს იმ საპროტესტო აქციების ჭეშმარიტი სახე.

ბაჩო ახალაიას „საქმეები“ უნათებდეთ გზას რუსთაველის სექტას და მათ გარე პატრონებს“,- წერს ნინო წილოსანი.

Advertisement