ნინო წილოსანი – მცდელობა, რომ საზოგადოებაში დათესონ რაღაც შიში რუსეთიდან საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, სათანადოდ პასუხგაცემული უნდა იყოს


ავტორი
Front News საქართველო
“უსაფრთხოების კუთხით რეგინში განსაკუთრებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მსურს აქცენტი გავაკეთო რუსეთიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ საკითხზე და გთხოვოთ, თუ შეგიძლიათ კონკრეტული ციფრები მოგვაწოდოთ, საანგარიშო პერიოდი – ომის დაწყებიდან დღემდე და იდენტური საანგარიშო პერიოდი გასული წლების მანძილზე, რომ გარკვეულწილად ის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დათესონ რაღაც შიში ამ საკითხთან დაკავშირებით, იყოს სათანადოდ პასუხგაცემული“, – მიმართა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას.
ნინო წილოსანი ასევე დაინტერესდა არის თუ არა შემთხვევები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით უარის თქმის და რა შემთხვევებში და რა პირობებში იღებს მესაზღვრე ამ გადაწყვეტილებას.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მინისტრს თხოვნით მიმართა, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს მარნეულელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას საქმე.
“ჩემი თხოვნა იქნება, თქვენი პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ მარნეულში აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი განცხადებები. სამირას მხრიდან, რადგან ის აქტივისტია, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელდა კონკრეტული ქმედებები, რასაც მოყვა მის მიმართ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის მუქარები და ამავდროულად ის პირადად იღებდა სხვადასხვა მუქარის შემცველ მესიჯებს. ამიტომ, თუ მას სათანადოდ არ მოუმართავს თქვენი სტრუქტურისთვის, აქ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება გთხოვთ მიიღოთ როგორც ამ ინფორმაციის მოწოდება და პირად კონტროლზე აიყვანოთ და მათ შორის ყველა სათანადო ღონისძიება განახორციელოთ“, – მიმართა ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა მინისტრს.


ნინო წილოსანი – ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს

ნინო წილოსანი – ჩვენი შიდა აგენტურა სანქციებს რომ ითხოვდა, რეალური, პატარა საჩუქარი, უკრაინიდან წამოსული სანქციების სახით გადმოუგდეს

ნინო წილოსანი – “იმედის” ჟურნალისტების დევნისთვის ერთხელაც კი სინანული რომ არ გამოუხატავთ, თავად კრიმინალებს რომ ემსახურებიან ტელევიზიებში, ასეთ ხალხს რა მორალზე უნდა ელაპარაკო?!