ნინო წილოსანი - რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ

ავტორი
Front News საქართველო
რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?! - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი თინა ხიდაშელის განცხადებასთან დაკავშირებით.
წილოსანის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია და ასე შემდეგ.
"თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს, თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს…
ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას ?!“- წერს წილოსანი Facebook-ზე.
თაგები:
ნინო წილოსანი




