Logo

ნინო წილოსანი - სამარცხვინო ფაქტია, რომ ყოფილ თანაგუნდელზე ასეთ რამეს ვიგებთ, ამიტომ გამიჭირდება, ვთქვა, რომელი მხარეა ზურგში დანის ჩამრტყმელი

პოლიტიკა
58
Frontnews
ნინო წილოსანი - სამარცხვინო ფაქტია, რომ ყოფილ თანაგუნდელზე ასეთ რამეს ვიგებთ, ამიტომ გამიჭირდება, ვთქვა, რომელი მხარეა ზურგში დანის ჩამრტყმელი

ჩვენთვის სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია, რომ ყოფილ თანაგუნდელზე ასეთ რამეს ვიგებთ, ამიტომ გამიჭირდება, ვთქვა, რომელი მხარეა ზურგში დანის ჩამრტყმელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ყოფილ თანაგუნდელებში კეთილგანწყობას არ აღძრავს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, რისთვისაც სასჯელს იხდის. საუბარია დაუსაბუთებელ თანხებზე, ბრალდება თავად აღიარა. ამის ფონზე, ეს განცხადებები არ ქმნის მის მიმართ კეთილგანწყობას, ყოველ შემთხვევაში, მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან. ალბათ, მომხრეების დიდი ნაწილის მხრიდანაც, რომელთაც მის მიმართ დიდი ნდობა ჰქონდათ”, – განაცხადა წილოსანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში წერს, რომ ზურგში დანა ჩაარტყეს და იძულებულია დაიცვას თავი და ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები