Logo

ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით

პოლიტიკა
203
Frontnews image description

თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არის უფლის და ადამიანის სიყვარული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ამის წინააღმდეგ მიემართებოდა.

"წლებია, „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიის წევრებით, აქტივისტებით და იმ ტელევიზიებით, რომლებსაც ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიულად ამუშავებდნენ, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებდნენ უბინძურეს კამპანიას. პატრიარქის გარდაცვალების დღეებშიც პირდაპირ ესხმოდნენ თავს მეუფე შიოს, პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი სულიერი საყრდენი და უძლიერესი ეკლესია, როგორღაც დაენგრიათ, არეულობა და დაპირისპირება შეეტანათ. თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ. მოედნად, სადაც სურთ, ითამაშონ ჩვენი რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ, მათ შორის არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ოჯახური ღირებულებების კანონს ვიღებდით. არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ეკლესიას იმ ბინძური კამპანიისგან ვიცავდით, რომელსაც სათავეში თავად ედგნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა: "სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები