ნინო ზაუტაშვილი - სარჩელი ჩემი უკანონო გათავისუფლების თემას ეხება და ასევე, რეპუტაციის შელახვას, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ


ავტორი
Front News საქართველო
სარჩელი ჩემი უკანონო გათავისუფლების თემას ეხება და ასევე, რეპუტაციის შელახვას. სარჩელი არ იქნება მარტო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ. სარჩელი იქნება ასევე ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს.
"სარჩელი ჩემი უკანონო გათავისუფლების თემას ეხება და ასევე, რეპუტაციის შელახვას. სარჩელი არ იქნება მარტო "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ. სარჩელი იქნება ასევე ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ გაავრცელა აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, თან პირად შემოსავლებთან დაკავშირებით. საქმე გადაგზავნილია ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყონ მოძიება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ. ძალიან მკაფიოდ ვხედავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისიას და რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
საზოგადოებრივი არხიდან ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 11 აპრილს გაათავისუფლეს. მათ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
თაგები:
ნინო ზაუტაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს