Logo

ნინო ზაუტაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ

საზოგადოება
1 დღის წინ / 11:02
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “რეალური სივრცე” ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის.

“ახლა თბილისში არ ვარ, მაგრამ უნდა დავწერო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ. დითირამბებს უმღერიან ხალხურს და საჭირო პროექტად მოიხსენიებენ. სიმღერის წინააღმდეგი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე, “რეალური სივრცე” ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს, თინათინ ბერძენიშვილს, რუსუდან მანჯგალაძეს და ბელა ოსიპოვას. ასე გააგრძელეთ გოგო-ბიჭებო. ისე, “ბონიემი” გამოვიდოდა თქვენგან და აქციეთ გადაცემად. უდიდესი რეიტინგი გექნებათ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რეალურ სივრცეს თქვენ ვერ მოსპობთ, ის დიდხანს იცოცხლებს. შევხვდებით სადმე კონცერტზე. ტრადიციული ტექსტით დავამთავრებ, ვაი თქვენს პატრონს”, – წერს ნინო ზაუტაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები