Logo

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია

მსოფლიო
11.04.2025 / 11:00
Frontnews image description

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია.

პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა.

მედიის ინფორმაციით, მგზავრები ესპანეთიდან ჩასული ტურისტები, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

კატასტროფას ემსხვერპლნენ კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე და 4, 5 და 11 წლის ბავშვები და პილოტი.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები