ექსპერტის თქმით, ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტმა მარიამ ბახუტაშვილმა განაცხადა.
"ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, მათ შორის ნიმუშის [თმის] აღება.
სისხლი ინახავს ინფორმაციას ყველაზე ცოტა ხნით, რამდენიმე საათით - მაქსიმუმ ერთი ორი დღის განმავლობაში, შარდი ინახავს შედარებით დიდხანს, სამი კვირის განმავლობაში, თმა ინახავს ყველაზე დიდხანს რამდენიმე თვიდან წლების განმავლობაში. სწორედ თმის კვლევა ჩაუტარდა კაციას", - განაცხადა ექსპერტმა.
დღევანდელ სხდომაზე მარიამ ბახუტაშვილის გარდა გამოიკითხა კიდევ ერთი ექსპერტი, რომელმაც ასევე, დაადასტურა, რომ ნიკა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ არის.
ნიკა კაციას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპიდან დასკვნით ფაზაში გადადის. პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით 15 აგვისტოს წარდგება, დაცვის მხარე კი 26 აგვისტოს.
ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა კაცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს