
ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ინფორმაციით, "დროას" ოფისიდან გასვლის შემდეგ ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
ასევე, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომლითაც გიგა ლემონჯავა გადაადგილდებოდა და გაჩხრიკა.
"ადამიანებს რუსთაველის გამზირზე აკავებენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს ჩემი აზრით, უკავშირდება კალაძის მიერ ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას და ეშინიათ, რომ აქტივისტები არ მივიდნენ იქ იმიტომ, რომ უნდათ კომფორტულ გარემოში აანთოს კალაძემ ნაძვის ხე. გაგიჟების პირას არიან უკვე ადამიანებს ჩხრეკენ და აკავებენ იმიტომ, რომ ნაძვის ხის ანთებამ კომფორტულ გარემოში ჩაიაროს.
ვერაფერი, რა უნდა ეპოვათ, რას ეძებდნენ ეგეც არ ვიცი, ავტომობილი გაჩხრიკეს, პირადი ჩხრეკაც, ზედაპირული დათვალიერება ჩაატარეს. სხვა ადამიანებიც დაათვალიერეს ზედაპირულად, ვინც ჩემთან ერთად იყო, მანქანაც დაათვალიერეს. მას შემდეგ რაც მედია მოვიდა ადგილზე და ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, თქვეს, რომ დასრულებულია ეს საპოლიციო ღონისძიება", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
სამოქალაქო აქტივისტი მარიამ შუშანია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია "დროას" ოფისთან სუსის განსაკუთრებული მობილიზებაა.
განახლება: მოგვიანებით, ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია გაათავისუფლეს.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს