ნოდარ ჩაჩანიძე – სამწუხაროა, რომ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ ეს ხალხი, ვინც მათ ქმედებას და ღრეობას აპროტესტებდა


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა ის, რომ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ ეს ხალხი, ვინც მათ ქმედებას და მათ ღრეობას და ქეიფს აპროტესტებდა გუშინ. ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს აუცილებლად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნორმალური სახელმწიფოს პირობებში მსახიობს აქციაზე გამოსვლა არ მოუწევდა.
“გიორგი არის მსახიობი, ის დააკავეს გუშინ “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეებმა ღრეობა მოაწყვეს. გიორგის ისე უყვარს თავისი პროფესია, რომ ჩვენ კარგი ქვეყანა, რომ გვქონდეს, კარგი სახელმწიფო გვქონდეს და მოღალატეების რეჟიმი, რომ არ გვყავდეს დღეს, მას თეატრიდან ვერ გამოვიყვანდით. ის ხშირად დადის აქციაზე, იმიტომ, რომ არის ღირსეული მოქალაქე და იცავს ამ ქვეყნის მომავალს.
სამწუხაროა ის, რომ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ ეს ხალხი, ვინც მათ ქმედებას და მათ ღრეობას და ქეიფს აპროტესტებდა გუშინ. ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს აუცილებლად”, – განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.
რესტორან “ბაბილოსთან” 12 იანვარს 9 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე.
თაგები:
ნოდარ ჩაჩანიძე