Logo

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სპორტი
211
Frontnews image description

იტალიის ქალაქ გალიპოლიში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, სადაც სენიორთა (+65) კატეგორიაში ნონა გაფრინდაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირის გამარჯვებული გალინა სტრუტინსკაია გახდა, რომელთანაც ქართველი დიდოსტატი მეხუთე ტურში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“ნებისმიერ ტურნირში ჩემი მიზანი გამარჯვებაა, სამწუხაროდ, ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს დავჯერდი, მოგეხსენებათ 4 თვის წინ უმძიმესი დაზიანება მივიღე, დავეცი - სახეზე ოპერაცია და 3-თვიანი რეაბილიტაცია დამჭირდა.

უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით ფეხზე დავდექი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვედი, ზაფხულში ამაზე არც კი ვიოცნებებდი, მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი და მომიტევეთ თუ იმედები გაგიცრუეთ, ამის გამოსწორებას მომავალ წელს ჩემს იუბილეზე შევეცდები", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა და მასში 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

Advertisement