
ავტორი
Front News საქართველო
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც მოსამართლე ხუჭუამ გამოიყენა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლემ ამ პრაქტიკით, ფაქტობრივად, დაადგინა, რომ ამ ნორმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მას არ შეეძლო, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებდა აღნიშნულ ნორმებზე.
"ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც მოსამართლე ხუჭუამ გამოიყენა. მან თავისი პრაქტიკით, ფაქტობრივად, დაადგინა, რომ ამ ნორმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მას არ შეეძლო, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებდა ამ ნორმებზე, თუმცა ახლა საკონსტიტუციო სასამართლოზეა ჯერი, რომ მან დროულად განიხილოს ეს საკითხები.
საკონსტიტუციო სასამართლოში არის არაერთი საქმე, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც უკვე წლებია, გასაჩივრებულია და ჩვენ დღემდე ველოდებით ამ საქმეებზე გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს