Logo

ნონა ქურდოვანიძე - სახელმწიფო ვალდებულია, ინფორმაცია გასცეს, რა ნივთიერებებს იყენებდნენ, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება

პოლიტიკა
23
Frontnews image description

სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია გასცეს, რა ნივთიერებებს იყენებდნენ, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საერთაშორისო, რეკომენდაციები, რომელი ნივთიერება არ შეიძლება იყოს გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელი ნივთიერება არ შეიძლება იყოს გამოყენებული, რომელია საერთოდ აკრძალული და ასე შემდეგ. სახელმწიფოს კი, რა თქმა უნდა, ეკრძალება, რომ ასეთი ნივთიერება გამოიყენოს.

ძალიან მარტივია - უბრალოდ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, თუ რა ნივთიერებებს იყენებდნენ, რა იყო მახასიათებელი, ვინ იყო მწარმოებელი და რა ნივთიერებებს შეიცავდა. ეს ინფორმაციები ხომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ხომ აქვს ამის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია გასცეს, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

Advertisement