
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი პარტიას მიმართავს, არჩევნებს დაემატოს კითხვა უნდა დატოვოს თუ არა ენმ-მ პარლამენტი.
“საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად დამეტოვებინა პარლამენტი.
დღეს მოგმართავთ მთელ პარტიას, რომ 28-30 იანვარს გასამართ არჩევნებს დაემატოს კითხვა: უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ?
ეს იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ ის ნაბიჯი გადადგას, რომელსაც ამომრჩეველი მათგან მოითხოვს”, – წერს მამულაშვილი.
თაგები:
ნონა მამულაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს