ნონა ქურდოვანიძე – სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო “რუსული კანონის” წინააღმდეგ საქმის განხილვა


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო “რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საჩივარში იყო, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს.
“სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო “რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საჩივარში იყო.
ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს “რუსული კანონის” წინააღმდეგ და ვდაობდით არაერთი კონვენციით გათვალისწინებული მუხლის დარღვევაზე. ყველა მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც შესაბამის დროს უნდა იყოს პასუხები გაგზავნილი.
სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს.
საქმის გაგზავნიდან დღემდე “ქართული ოცნების” პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. ეს საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება ამ საქმის განხილვა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 17 ოქტომბერს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია, ეს არის სწრაფად შეჩერება ნორმების

ნონა ქურდოვანიძე – საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით

ნონა ქურდოვანიძე – ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის გაერთიანებას