ნორვეგიამ 15 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ავტორი
Front News საქართველო
ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა 15 რუსი დიპლომატი, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელი იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან.
რუსმა დიპლომატებმა ნორვეგია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
რუსეთის საგარეო უწყებაში ნორვეგიას “სათანადო საპასუხო ზომებით“ ემუქრება.
თაგები:
ნორვეგია




