
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბიჯი უკან გადადგა.
“დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე. ამავე დროს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა.
პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობრისთვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე რჩება უცვლელი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში.
ვრჩები პარტიაში, არ ვეთანხმები ახალი, არჩეული მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიმართ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
თაგები:
ნუგზარ წიკლაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს