ნუგზარ წიკლაური – სააკაშვილი ციხეში ნიშნავს დატყვევებულ საქართველოს


ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი ციხეში ნიშნავს დატყვევებულ საქართველოს, მისი გათავისუფლებისათვის ბრძოლა უდიდესი ამოცანაა მთელი ქართველი საზოგადოების, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ლიდერი, ვინც გაუბედა რუსეთს დაპირისპირება, ამიტომაც ის უნდა იქცეს საქართველოს გათავისუფლების სიმბოლოდ.
“ჩვენ ვხედავთ რომ თავისუფალი სამყარო არის ერთაინი და ჩემი დაკვირვებით, თავისუფალ სამყაროში ბრუნდება იდეალების ეპოქა. შემთხვევითი არ არის, რომ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა და ალუზია იყო ჩერჩილის ცნობილი სიტყვის, შემთხვევითი არც ის იყო, რომ ბორის ჯონსონმა გაიხსენა შარლ დე გოლი… ამ კონტექსში, როდესაც დიდი ლიდერების დრო ბრუნდება, არ შემიძლია, არ გავიხსენო, რომ დღეს, ახლა, რუსულ ციხეში, თბილისში ზის მიხეილ სააკაშვილი, როგორც გაუტეხლობისა და ღირსების სიმბოლო, პირველი, ვინც გაუბედა რუსებს, პირველი, ვინც დახვდა რუსებს და არ დაანება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. აღარ არის პარტიულობის დრო, ყველა ვინც ამიერიდან იბრძოლებს საქართველოსთვის, ვფიქრობ, მის თვალწინ უნდა იყოს, როგორც სიმბოლო, რომ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს დატყვევებულ საქართველოს, მისი გათასუფლებისათვის ბრძოლა უდიდესი ამოცანაა მთელი ქართველი საზოგადოების“, – განაცხადა წიკლაურმა.


ნუგზარ წიკლაური – ციხის საკნიდან მომზირალი მიხეილ სააკაშვილი იყო დღევანდელი დღის ტრაგიკული სიმბოლო

ნუგზარ წიკლაური – მათ თუ წარმოუდგენიათ ევროპის კავშირში სხედან ბრიყვები, რომლებსაც მოატყუებს ზარქუა, ან კიდევ ღარიბაშვილი, ასე ნამდვილად არ არის

ნუგზარ წიკლაური – “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რუსული მმართველობისგან იქნას დახსნილი მიხეილ სააკაშვილი