
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სერგი ორლოვმა, ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს თორნიკე ბერეკაშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მიმდინარეობის დროს გამოჩენილი გამბედაობისა და გამძლეობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს სიგელი ასევე, გადაეცა უკრაინელი ხალხის გულითადი მხარდაჭერისთვის, მათი თავისუფლებისა და საერთო ადამიანური ღირებულებებისათვის ბრძოლაში.
ღონისძიებას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ მარჩენკო და ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი ესწრებოდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს