
ავტორი
Front News საქართველო
ოდესაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა ნაციონალური უნივერსიტეტის ოდესის იურიდიული აკადემიის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მიზნით ასევე საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
გენერალურმა კონსულმა ოდესის იურიდიული აკადემიის პრეზიდენტს სერგეი კივალოვს, პროფესორ-პედაგოგთა შემადგენლობას, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა და უკრაინაში მშვიდობის სწრაფად დამყარების, ქვეყნის შემდგომი აღდგენისა და განვითარების იმედი გამოთქვა.
ღონისძიებაზე სერგეი კივალოვმა თორნიკე ბერეკაშვილი სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა.
თაგები:
თორნიკე ბერეკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს