ოდესის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
ოდესის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია.
“მტერი ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა ოდესის რეგიონს, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ოდესის რეგიონში თავდასხმის შედეგად განადგურდა ორსართულიანი შენობა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
“ნანგრევების ქვეშ ხალხი იყო ჩარჩენილი. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, სამწუხაროდ, შენობის ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანი დაიღუპა.დაღუპულთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – განაცხადა კიპერმა.
გარდა ამისა, დაშავდა 10 ადამიანი, ცხრა დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ათ ადამიანს ადგილზე გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება“, – აღნიშნა მან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა