ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.
“უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
თაგები:
ოკუპანტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს