ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი დააკავეს.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ის “საქართველოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
"ჩხრეკისას აღმოჩენილია სამი იარაღი, საბრძოლო მასალა იყო და სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც საკვები პროდუქტები, ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაღდი ფული და ქართული ბანკების საბანკო ბარათები იყო მოთავსებული.
ასევე ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი. დაკითხვის დროს ხიზანიშვილმა დაადასტურა თავისი კონტაქტები საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან.
ხიზანიშვილი აფხაზეთში რუსეთის FSB-ს ერთ-ერთ სასაზღვრო პოსტს იღებდა, რისთვისაც მან ფულადი ჯილდო მიიღო.
შალვა ხიზანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა", - აცხადებენ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში.
თაგები:
ოკუპირებული გალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს