ოკუპირებული აფხაზეთის “ხელისუფლებამ” USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი ჯონ პენელი დე ფაქტო ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღარ იქნება სერტიფიცირებული.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ბლანკი გაეროს განვითარების პროგრამის “პარტნიორობა მდგრადობისთვის” პროექტისგან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციისთვის. ამ პროექტის დონორია USAID. პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი აშშ დოლარია. ბლანკი შეიცავდა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს. ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის”, – განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.
მისივე თქმით, “აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება”.
თაგები:
ინალ არძინბა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა