ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგიროს ჩავარდნის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 28 წლის მამაკაცი.
“28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა”, – განაცხადეს სამსახურში.
დაღუპული ორენბურგის ოლქის მცხოვრები იყო.
თაგები:
გაგრა




