
ავტორი
Front News საქართველო
იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური განაცხადიც, - ამის შესახებ იურისტი ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული.
"[ჩვენი ორგანიზაცია] გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას”. [….] “არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, […] ციხეშიც წავიდეთ".
- ცალკე აღებული, ზემოთ ნაჩვენები ტექსტი და შესაბამისად ქმედება (ორგანიზაციის შექმნა) არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული.
- მეორე მხრივ, იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.
იმედს ვიტოვებ, მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას", - წერს ომარ ფურცელაძე.
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.
თაგები:
ომარ ფურცელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს