Logo

ომარ ფურცელაძე - სასამართლოს განმარტება, რომ ის ვერ დაეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, ჩემთვის, ცოტა რთულად გასაგებია

სამართალი
181
Frontnews image description

ბიჭების პატიმრობა, ან თავისუფლების აღკვეთა მიმართულია შიშის თესვისკენ, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს განმარტება, რომ ის ვერ დაეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, იურიდიული თვალსაზრისით გაუგებარია.

"იმ პირობებში, როცა დაზარალებულს თვითონ ჰქონდა დადასტურებული თავდასხმის ფაქტი, სათუო და სადავო არ ყოფილა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენილი ნებისმიერი მოქმედება ათავისუფლებს პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. 

სასამართლოს განმარტება, რომ ის ვერ დაეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, ჩემთვის, ცოტა რთულად გასაგებია, რა ალტერნატივა აქვს ადამიანის ნათქვამ - "არ განმიცდია ტკივილის", ან "ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რაც მოხდა და გთხოვთ, გაათავისუფლოთ პირები" - რა ინტერესი წონის ამას და ვისთვის არის ეს პრიორიტეტული, ჩემთვის, გაუგებარია იურიდიული თვალსაზრისით, ეს გასაგები მხოლოდ მაშინ ხდება, თუ პოლიტიკურ კონტექსტს დავუმატებთ და იმას, რომ ბიჭების პატიმრობის ან თავისუფლების მიმართულია შიშის თესვისკენ", - განაცხადა  ომარ ფურცელაძემ.

"ქართული ოცნების" აქტივისტის და ყოფილი ფეხბურთელის  ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები