ომარ ფურცელაძე - თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს

ავტორი
Front News საქართველო
თოკო თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე კი ციხიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდება, - ამის შესახებ ადვოკატი ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს.
“თოკო თოშხუა თავისუფალია. მინდია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე საათში“, - წერს ომარ ფურცელაძე.
აღნიშნული პირების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიესაჯათ.
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეში დაზარალებულის სტატუსი ბექა გოცირიძეს ჰქონდა. ის რამდენიმე თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.
თაგები:
ომარ ფურცელაძე




