ონის მუნიციპალიტეტის მერი სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ქარმა და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ უბნებზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, რათა ელექტრომომარაგება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღდგეს.
პრობლემურ უბნებზე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები, რომლებიც პროცესების 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, ზარალის აღწერა დაწყებულია, რის შემდეგაც მერია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
თაგები:
ონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს