ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ონში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა.
ტურნირში, რომელიც ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, მონაწილეობა 15 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა მიიღო.
ტურნირში 10 წონით კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
ონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს